
ხრიდოლის საბრძოლო სისტემა
ხრიდოლი დღეს წარმოადგენს ქართული საბრძოლო ხელოვნების ერთ-ერთ სახეობას. ამ სახელწოდების საბრძოლო ხელოვნება ძველ საქართველოში არ არსებობდა. ის იყო შერკინების წესი, ერთგვარი დუელი, ხრიდოლში გამომწვევი თავს იყენებდა დაჩაგრულ მდგომარეობაში და ცალი ხელით ებრძოდა ნებისმიერი წესით მოქმედ მეტოქეს.
ხრიდოლში გამომწვევი გამორჩეულ მებრძოლს წარმოადენდა. მას უნდა შესძლებოდა როგორც ჭიდაობა და კრივი, ისე ნებისმიერი იარაღის ხმარება. ეს იყო ერთგვარი ოსტატობის დონე.
დანარჩენი შიდა სტატიაში

ახალგაზრდა ძიუდოისტებმა ნაკრების ახალი კანდიდატები გამოავლინეს
23-24 მაისს დიღომში მდებარე შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიამ ახალგაზრდებს შორის საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლა. მასში მონაწილეობა 13 რეგიონის 250-ზე მეტმა სპორტსმენმა მიიღო.პირველ დღეს მედლები საწყის ოთხ წონით კატეგორიაში – 55, 60, 66 და 73 კილოგრამებში გათამაშდა. მეორე დღეს კი – 81,90, 100 და +100 კილოგრამებში.
დანარჩენი სრულიადში …

DAWSON WINS UNANIMOUSLY IN REMATCH AGAINST TARVER,დაუსონი ტარვერს განმეორებით მატჩში ამარცხებს
ჩად დაუსონმა განმეორებით მატჩში 40 წლის ყოფილი მსუბუქ წონაში მსოფლიო ჩემპიონი ანტონიო ტარვერი დაამარცხა.მატჩი შაბათს გაიმართა HBO World Championship Boxing -ის ეგიდით “ჰარდ როკ ჰოტელში” ( Hard Rock Hotel) ლასვეგასში.დაუსონმა გამოაჩინა თავისი ძალა და ეს ძლიერი მეტოქე დაამარცხა.ტარვერი (27-6, 19 ნოკაუტით) იმედოვნებდა,რომ ერიკ ჰარდინგის, როი ჯონს ჯუნიორისა და გლენ ჯონსონის დამარცხების შემდეგ დაუსონსაც მათ გზას გაუყენებდა,მაგრამ შეცდა,მას უბრალოდ ძალა არ ეყო ეს გაეკთებინა.
მსაჯებმა ყველამ ერთხმად უპირატესობა დაუსონს მიანიჭა და ამრიგად იგიც გამარჯვებული გახდა.დაუსონის მოწინააღმდეგე ჯერ არ გარკვეულა,მაგრამ შესაძლებელია ასევე მატჩი გლენ ჯონსონთანაც.
“მე ყოველთვის მზად ვარ როცა საქმე ბრძოლას ეხება,კარგად ვარჯიშობ ფიზიკურად და მზად ვარ ჯონსონთან საბრძოლველად”-განაცხადა დაუსონმა.შიდა სტატიაში იხილეთ ამ მატჩის ამსახველი ვიდეო.
მაშ ასე,გადავწყვიტეთ ამ საიტზე მხოლოდ საბრძოლო სახეობებზე ვწეროთ.ამიერიდან აღარ დაიდება რესლინგის ვიდეოები და ასე შემდეგ,ამისთვის გაკეთდება ცალკე საიტი სადაც დაიდება ინფოებიც და სიახლეებიც.აქ კი მხოლოდ საბრძოლო სახეობების ვიდეოებსა და სიახლეებს შემოგთავაზებთ.მადლობთ,რომ ხართ ჩვენი მომხმარებელი და კარგი იქნება თუკი კომენტარებს ხშირად დატოვებთ და შემოივლით.

რამაზ ნოზაძე: მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზად ვიქნები / Ramaz Nozadze
ათენის ოლიმპიადის მეორე პრიზიორმა, ორგზის ევროპისა და 2007 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა რამაზ ნოზაძემ შარშან კონტინენტის პირველობაზე მესამე ადგილი დაიკავა, პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე კი კვარცხლბეკს მიღმა აღმოჩნდა, რასაც ობიექტური მიზეზები ჰქონდა: ქართველმა ფალავანმა ჯერ კიდევ შარშანწინ დაიზიანა მკერდის კუნთი, 2008 წელს კიდევ ორი ტრავმა დაემატა და, ფაქტობრივად, სეზონი ჩაუვარდა. წლის მიწურულს ბადრი ხასაიასთან ერთად კიევს გაემგზავრა და იქაურ ცნობილ კლინიკაში ოპერაციები გაიკეთა. მას შემდეგ სარეაბილიტაციოდ დიდი დრო არ არის გასული, ამიტომ გამიკვირდა, ამას წინათ ინტერნეტით გავრცელებულ ინფორმაციას რომ გავეცანი ” ნოზაძემ ირანის საკლუბო ჩემპიონატში უნდა იასპარეზოსო. რეალობის გასარკვევად რამაზს ფალავანთა კლუბში ვეწვიე და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან ერთად სამომავლო გეგმებზეც ვესაუბრე.

Batista vs Triple H Vengeance 2005 (WWE World Heavyweight Championship)/ ბატისტა - ტრიპლ ეიჩის წინააღმდეგ 2005
ვაგრძელებს Wrestling -ის საუკეთესო მატჩების დადებას და ამჯერად გთავაზობთ ანიმალ ბატისტასა ( Animal Batista ) და ტრიპლ ეიჩის ( Triple H ) -ის ბრძოლას.ეს ორი მებრძოლი მეგობრობდნენ,მაგრამ ბატისტამ შეიტყო,რომ ტრიპლი რაღაცას უმზადებდა,ამიტომ მის შეთავაზებაზე უარი თქვა და საჯაროდ ძალიან სცემა.ამის შემდეგ ტრიპლმა გადაუხადა სამაგიერო და საბოლოოდ ეს მატჩი დაინიშნა,რომელიც საბოლოოდ გაარკვევდა მათ შორის ურთიერთობას.მინდა გითხრათ,რომ ძალიან მაგარი მატჩი გამოვიდა და შეგიძლიათ ისიამოვნოთ.
გადმოწერა / Download

Box Vs Judo With K1 Competition / ბოქსიორი - ძიუდოისტის წინააღმდეგ K1-ის წესებით
გთავაზობთ საკმაოდ საინტერესო ჩხუბს,სადაც ბოქსიორი დაუპირისპირდა ძიუდოისტს და ბრძოლა მიმდინარეობს კიკბოქსინგის ანუ K1-ის წესებით.გადმოწერეთ და თქვენ თვითონ იხილეთ საინტერესო ჩხუბი.
გადმოწერა / Download

Edge vs The Undertaker-TLC match for the vacant WHC-One Night Stand 2008
გთავაზობთ 2008 წლის ერთ-ერთ საუკეთესო მატჩს,სადაც ედჯი ( Edge ) დაუპირისპირდა ანდერთეიქერს ( The Undertaker ) ,მატჩი იყო ძალიან საინტერესო.გეტყვით იმასაც რომ ედჯს ეხმარებიან შემდგომში მეგობრები.მოკლედ ღირს ყურებად,შეფასებულია,როგორც 2008 წლის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი.
გადმოწერა / Download

WWE Backlash 2009
გთავაზობთ 2009 წლის რესლინგის ბექლეშს ( WWE Backlash 2009 )..რომლის ხილვაც ბევრგან არ შეგიძლიათ. აქ შესულია ჯონ სენასა ( John Cena ) და ედჯს (Edge) შორის Last Men Standing ,ანუ ეს ის ტიპის შეჯიბრებაა,სანამ ადამიანი 10 დათვლამდე ძირს არ ეგდება იქამდე იგი არ აგებს.სასწაული მოხდა და ძალიან მაგარი ჩხუბი გამოდგა,ბოლოს ბიგ შოუც (Big Show) გამოვარდა და ერთი ამბავი ატყდა.ასევე შესულია ECW -ს ჩემპიონობისთვის ბროძლა,სადაც Jack Swagger-ს ანუ ჯეკ სვაგერს ამჟამინდელ ჩემპიონს ჩრისტიანი ( Christian ) დაუპირისპირდა. ასევე იყო ბრძოლა სადაც Hall Of Famer -ის წარმომადგენელი ძველი რესლერი Ricky The Dragon Steamboat დაუპირისპირდა ქრის იერიჰოს ( Chris Jericho ). იყო Money in Case-ს განხრით ჩხუბი Kane -სა და C PUNK -ს შორის. კულმინაციამ Jaff Hardy -სა და Matt Hardy -ს ” I am Quite ” ის სტილის მატჩის დროს მიაღწია. ეს ის სტილია სადაც ერთი რესლერი საბოლოოდ ნებდება მოწინააღმდეგეს და მიდის შოუდან. ბოლოს კი მატჩი Randy Orton -სა და Triple H -ს შორის მატჩი გაიმართა სადაც ორივეს 2-2 დამხმარეები ჰყავდათ.ძალზედ საინტერესო და შთამბეჭდავი მატჩი გამოდგა.მოკლედ ღირს ამ ყველაფრის ყურება.
გადმოწერა / Downloadგადმოწერა>

სმეკდაუნი / Smackdown
გთავაზობთ ძალიან – ძალიან მაგარ სმეკდაუნს რომელიც 1 მაისს გაიმართა.ჯეფ ჰარდისა და რეი მისტერიოს ჩხუბმა სასწაულად მძაფრად ჩაიარა.მათ ერთმანეთს ხელიც კი ჩამოართვეს ჩხუბის დასასრულს,რადგან მართლაც შეუპოვრად იბრძოდა ორივე.ასევე აქ შედის კიდევ უამრავი საინტერესო ჩხუბი,რომელთა დაკონკრეტებასაც არ დავიწყებ.ჯობია თქვენ თვითონ გადმოწეროთ და იხილოთ,ერთ-ერთი საუკეთესო სმეკდაუინი იყო ჩემი აზრით.
გადმოწერა / Download